2. პროექტის მოკლე აღწერა;მოსწავლეები შეისწავლიან პითაგორას ბიოგრაფიას,მოღვაწეობას,მის როლს მათემატიკაში,ცნობილ თეორემას სახელწოდებით "პითაგორას თეორემა".
3.პროექტის სრული აღწერა;მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს პითაგორას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.მიმოიხილავენ ისტორიულ ეპოქას,გეოგრაფიული თვალსაზრისით გაეცნობიან პითაგორას საცხოვრებელ ადგილს.გაეცნობიან მის როლს მათემატიკის სფეროში.მოიპოვებენ ინფორმაციას თეორემის აღმოჩენის შესახებ.ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
4.მონაწილეთა აღწერა/კლასები;ასაკი VII-VIIIკლასის მოსწავლეები.
5.ვადები / ხანგრძლივობა;ვადები 2-3 თვე, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი გეგმის შესაბამისად.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები -კლასში;კვლევა,დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე.თეორემის თვალსაჩინოებისთვის მაკეტის შექმნა.ზუსტი გამოთვლების ჩატარება.ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;ფოტოალბომი,მაკეტი,ვიდეო მასალა.
8.სარგებელი სხვებისთვის;სხვა კლასის მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკური ხანის მეცნიერზე,იმ ეპოქაზე,რომელ ეპოქაშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პითაგორა.ვინ იყვნენ პითაგორელები? ისინი თვლიდნენ,რომ "მათემატიკა იყო მათი რელიგიის ძირითადი ნაწილი და როგორც ქრისტიანელების სიმბოლოა ჯვარი, პითაგორელების სიმბოლო იყო პენტაგრამა--წესიერი ხუთკუთხა ვარსკვლავი".
ისტორიული ცნობების თანახმად პითაგორას თეორემას პრაქტიკაში იყენებდნენ ძვ.ეგვიპტელები, ინდუსები, ბაბილონელები, ჩინელები და ძველი სამყაროს ხალხები.
9.სამუშაო ენა;ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;ამ პროექტის კეთების პროცესში დიდი კავშირი მყარდება საგნობრივ ჯგუფებთან:
ა)ისტორია: გაეცნობიან ეპოქას;
ბ) გეოგრაფია:გაეცნობიან იმ ადგილის გეოგრეფიულ მდებარეობას, სადაც ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და მოგზაურობდა პითაგორა.
გ)ქართული ენა: მსჯელობის უნარის გამოყენება;
დ) მათემატიკა: ქმნის გეომეტრიული ფიგურების მაკეტს. სწავლობს ზუსტ გაზომვებს.
ე) ბლოგის შექმნა.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი;მანანა ჭავჭანიძე
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა; mananachavchanidze@gmail.com
14.პროექტ ფორუმი;
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.gvancebi.blogspot.com
No comments:
Post a Comment